კობახიძე: [აკრძალვა] ერთ ან ორ პარტიას არ შეეხება, სრულ სიას მალე გაეცნობით

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიების აკრძალვა მხოლოდ „ერთ ან ორ პარტიას არ შეეხება”.

საქმე ეხება „ოცნების” მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობისა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს.

„პრინციპი არის შემდეგი: ვინც 2012 წლამდე იყო სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი, მათზე აუცილებლად გავრცელდება ეს სარჩელი.

რაც შეეხება 2012 წლის შემდგომ პერიოდს – ვინც ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალასთან ერთად მონაწილეობდა ქვეყნის წინააღმდეგ პოლიტიკურ საბოტაჟში, ყველას შეეხება ეს საკონსტიტუციო სარჩელი. დანარჩენზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო.

ეს არ გავრცელდება ერთ და ორ პარტიაზე. სრულ სიას გაეცნობით, როცა სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს მოხდება ძალიან მალე”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.

საკანონმდებლო ცვლილებებს „ქართული ოცნება” დაჩქარებული წესით განიხილავს.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაპირება „ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის ზაფხულში გასცა. ირაკლი კობახიძე ირწმუნებოდა, რომ პარტიების აკრძლვა „დემოკრატიული პროცესია”.