ახლად არჩეულ საკრებულოებში პირველი სხდომა ჩატარდა

პუბლიკა

დღეს, 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ახლადარჩეულ საკრებულოებში პირველი სხდომები ჩატარდა.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე – ზურაბ აბაშიძე, მისი მოადგილეები – ბექა დავითულიანი, თინათინ ნიბლოშვილი, ლევან ჯაფარიძე.

თბილისის საკრებულო 50 წევრისგან შედგება. 45 წევრი „ქართული ოცნებიდანაა“, 5 კი – ოპოზიციიდან:

„ძლიერ საქართველოს“ ორი დეპუტატი ჰყავს, „კონსერვატორებს“ – 1, „გირჩს“ – 2.

აირჩიეს კომისიების თავმჯდომარეები და დაკომპლექტდა ფრაქციები.

თბილისის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა – „ქართული ოცნება“ – თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე;

და „ხალხის ძალა“ – თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური, მოადგილე ოთარ ჩრდილელი და წევრი – ირაკლი ბენდელიანი.

ხვალ, 31 ოქტომბერს, თბილისის საკრებულო კახა კალაძის მთავრობას დაამტკიცებს.