მზია ამაღლობელის საქმის მონაწილე პოლიციელი ბათუმის ბულვარის დირექტორად დაინიშნა

პუბლიკა

გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, მზია ამაღლობელის საქმის მონაწილე პოლიციელი არჩილ ანთაძე ბათუმის ბულვარის დირექტორად დანიშნეს.

ანთაძე მზია ამაღლობელის საქმეზე 2025 წლის 14 აპრილს დაკითხეს. ის ერთ-ერთია იმ 5 პოლიციელს შორის, რომელმაც მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ ჩვენება იდენტური ტექსტით მისცა.

„ბათუმელების“ ცნობით, მზია ამაღლობელის ადვოკატმა სასამართლოზე პოლიციელს აჩვენა კადრები, სადაც ჩანს, როგორ იფურთხება ის დაკავებული ქალის მიმართულებით, რომელიც ფეხშიშველი მიჰყავთ პოლიციელებს.

მას შემდეგ, რაც პოლიციელი იძულებული გახდა საკუთარი თავი ამოეცნო კადრებში, თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართულებით არ იფურთხებოდა.