პროტესტის მონაწილე ნუგზარ კირთაძე ამბობს, რომ 4 ნოემბერს, საღამოს საათებში თავს დაესხნენ და სცემეს.
მან სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც აღწერს, რომ ნიღბიანი თავდამსხმელები სადარბაზოში დახვდნენ და სცემეს, რის შემდეგაც ცოტა ხნით გონებაც დაკარგა.
„კედელზე მიმაყენეს, დამიშვეს, თან მიყვიროდნენ – ხომ იცი, რის გულისთვისაც გხვდება, ახლა მაინც არ გაჩერდებიო?… ვიცით, რის გამო გვხვდება, გვხვდება იმის გამო, რომ არ გავრუსდეთ; რუსეთის, ჩვენი მტრის, აგენტები ვამხილოთ; გვხვდება იმის გამო, რომ ნათელი მომავალი ჰქონდეთ ჩვენს შვილებს, მოხუცებს და საქართველოში ყველა კარგად იყვნენ“, – ამბობს ის.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.