„ბიძინა ივანიშვილი და რუსული ოცნება არის სერიოზულ პანიკაში, ამის დასტურია ის, რომ დღეს მე ბრალი წამიყენეს ისეთ აბსურდზე, როგორიც არის დანაშაულის ორგანზება რუსთაველზე, მოლოტოვის კოქტეილების დამზადება, მანქანის აფეთქება და თუ რამე შეიძლება მათ ავადმყოფურ თავში მოიხარშოს, ჩაწერეს ამ სულელურ ბრალდებაში“,- ასე გამოეხმაურა განაცხადა „ ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, პროკურატურის მიერ ოპოზიციონერი ლიდერებისთვის ახალი ბრალის წარდგენას.
„მინდა მივმართო მათ, რომ საქართველოში რაც არ უნდა გააკეთოთ სიტყვის თავისუფლებას ვერ შეაჩერებთ, პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავთ, თუმცა დიდი მცდელობა გაქვთ მაგის. ქართველ ხალხს დემოკრატიას ვერ წაართმევთ, ბრძოლა გაგრძელდება ჩვენი მხრიდან, ყველა კანონიერი ფარგლებით. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არა გვაქვს სასამართლო, არა გვაქვს სამართალი, გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და ასეთ აბსურდებს, არ მივცემთ იმის შანსს, რომ ადამიანებს თვალში ნაცარი შეაყარონ.
ეს არის მცდელობა იმისა, რომ საფუძველი შექმნან ჩვენი პარტიის აკრძალვის საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს ძირითადად არის პიარული კამპანია , ეს არის ყველაფერი სიყალბე რაც აქ წერია..
მათ ეს ხამური სჭირდება იმის გამო , რომ როგორც შარშან დემონსტრაციების დროს იქნა მიღებული დანაშაულებრივი კანონი, (ოფშორების კანონს გახსენებთ) სადაც ბიძინა ივენიშვილმა 400 მილიონი წაიღო ქვეყნის ბიჯეტიდან და არ გადაიხადა, ახლა ანალოგიური ხმაური ხდება, არაბული თემის გარშემო, სადაც 9 მლნ კვ.მ. ბათუმსა და თბილისში გადაეცათ არაბებს, ჩვენ ვითხოვთ ამ ხელშეკრულების გასაჯაროებას, რომ საზოგადოებამ დაინახოს რამხელა აფიორასთან გვაქვს საქმე“,- უთხრა ჟურნალისტებს ხაზარაძემ.
____________________________
პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალი წაუყენა.
პროკურატურის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეო – მიმართვებში მხარდამჭერებს ძალადობრივი მოქმედებებისკენ და „რეჟიმის ჩამოშლისკენ მოუწოდებდა.
პროკურატურა ვაშაძეს და ჯაფარიძეს ედავება, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ „საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად“
ასევე ედავებიან, რომ ჯაფარიძე და ვაშაძე უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს აწვდიდნენ. 2004 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, ქუჩაში „პროცესის რადიკალიზაციისთვის საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის შესახებ“
ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ„ ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს რევოლუციაზე“
ნიკა მელიას პროკურატურა ედავება, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ„ ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს რევოლუციაზე“
ელენე ხოშტარიას პროკურატურა ედავება, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ „საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად“
ასევე ედავებიან, რომ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს აწვდიდნენ.
2004 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, ქუჩაში „პროცესის რადიკალიზაციისთვის საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის შესახებ“
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა ედავება, რომ 2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ, „ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციაზე“.