„მეგობარ ქალზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“ - შსს-ს ცნობით, 1 პირი დააკავეს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, 1981 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ზ.დ. დააკავეს.

მას ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა, იძულება და ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზ.დ.-მ, მეგობარ ქალს – 1992 წელს დაბადებულ თ.წ.-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. … პოლიციამ დაკავებულის პირადი, საცხოვრებელი სახლისა და ავტოფარეხის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ”, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, მჭიდი და 5 ვაზნა“,- ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 150-ე მუხლით, 11-პრიმა 151-ე მუხლით, 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.