„ქართული ოცნების“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბრძანებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბარნაბიშვილი „პირადი განცხადების საფუძველზე“ გადადგა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუწქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ლერი ბარნაბიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 11 ნოემბრიდან”, – წერია ბრძანებაში.
ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ 2024 წლის 5 მარტს დაინიშნა. იქამდე ის მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.