უფრო გაერთიანებაზე ვსაუბრობთ, რომელშიც ორივე მხარე დავრჩებით - რუხაძე „ლიბერთისა“ და „ბაზისბანკზე“

პუბლიკა

BMG-ის ცნობით, მათთან საუბარში „ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელი, ირაკლი რუხაძე ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ შეძენა აღარ განიხილება. რუხაძის თქმით, მხარეებს შოირს მოლაპარაკება გრძელდება და მათ შორის საუბარია ორი ბანკის გაერთიანებაზეც:

„მხარეებს შორის კონსულტაციები გრძელდება პარტნიორობის სხვადასხვა ფორმებზე, რაც პოტენციურად ორი ბანკის გაერთიანებასაც მოიაზრებს. [ახლა] თუ რამეზე ვლაპარაკობთ, უფრო გაერთიანებაზე ვსაუბრობთ, რომელშიც ორივე მხარე დავრჩებით“, – ამბობს BMG-ის ცნობით, ირაკლი რუხაძე.

მანამდე BMG-ისთან ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თქვა, რომ შეაფასეს მსგავსი შესაძლო გარიგება ხომ არ გამოწივევდა კონცენტრაციისა და კონკურენციის თვალსაზრისით პრობლემებს ბაზარზე, რაც დადებითად გადაწყვიტეს. რაც შეეხბა გარიგებას, თურნავა ამბობს:

„რაც შეეხება გარიგებას, ორ სუბიექტს შორის იდება, ჩვენ აქ არ შეგვიძლია ზემოქმედება. მე როგორც ვიცი, საუბარია, რომ სტრუქტურა გარიგების შეიძლება შეიცვალოს და ეს ისევ და ისევ ორ სუბიექტს შორის მოლაპარაკების საგანია, მეტს ვერ ვიტყვი. მზად ვართ ახალი სტრუქტურით ან როგორც იქნება, განვიხილოთ ეს განაცხადი“.

„ლიბერთი ბანკი“ საქართველოში აქტივების ზომით სიდიდით მესამე ბანკია, „ბაზის ბანკი“ კი მეოთხეა. მას ჩინური „ჰუალინგ ჯგუფი“ ფლობს. ირაკლი რუხაძემ „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვის შესახებ ინფორმაცია ივნისში დაადასტურა.