საიმონ ლევიევმა, რომელიც „ნეტფლიქსის" სერიალ „ტინდერის თაღლითის" გმირია ქუთაისის ციხე დატოვა

პუბლიკა

საიმონ ლევიევმა, რომელიც „ნეტფლიქსის” სერიალ „ტინდერის თაღლითის” გმირია ქუთაისის ციხე დატოვა.

ამის შეასხებ ინფორმაცია „რადიო თავისუფლებას“ მისმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა დაუდასტურა.

„რადიო თავისუფლების“ მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ:

„ადვოკატის თქმით, საიმონ ლევიევმა დღეს ისე დატოვა ქუთაისის პენიტენციური დაწესებულება, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული „საქმე სრულად შეწყდა” და ყველანაირი პირობის გარეშე გათავისუფლდა. მას ციხის დატოვებისთვის არ დასჭირვებია არც გირაოს გადახდა, არც საპროცესოს გაფორმება და არც სამოგზაურო შეზღუდვები დასწესებია. კუბლაშვილის განმარტებით, გერმანულმა მხარემ უკან წაიღო მისი დაპატიმრებისა და ექსტრადიციის მოთხოვნა – ადვოკატი ამ გადაწყვეტილებას საქმეში საიმონ ლევიევის წინააღმდეგ მტკიცებულებების არარსებობით ხსნის.“

Tinder Swindler-ის გმირს, საიმონ ლევიევს, რომელიც ბათუმში დააკავეს, 17 სექტემბერს პატიმრობა შეეფარდა.

„ნიუ იორკ ტაიმსის“ ცნობით, ის გერმანიის მოთხოვნით დააკავეს, ბერლინში ქალის მოტყუების ბრალდებით და ის სამი თვით პატიმრობაში დარჩება, ან იმ დრომდე, სანამ გერმანია მის ექსტრადირებას არ მოახდენს.

საიმონ ლევიევი Netflix-ის დოკუმენტური სერიალის, Tinder Swindler-ს თანახმად, თავს წლების განმავლობაში წარმოაჩენდა, როგორც ბრილიანტების მაგნატის მემკვიდრედ წარმოაჩენდა, ქალებს გაცნობის აპლიკაცია Tinder-ით უკავშირდებოდა და ფუფუნების საგნების ჩვენებით არწმუნებდა, რომ ნამდვილად მდიდარი იყო, შემდეგ კი სხვადასხვა თაღლითური სქემის გამოყენებით ამ ქალებს ფულს ართმევდა.