ჯესიკა როზენკრანცი: საქართველოს მთავრობას არ აქვს EU-ში გაწევრების რეალური ინტერესი

პუბლიკა

შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა, ჯესიკა როზენკრანციმ ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ „საქმე არასწორი მიმართულებით მიდის – საქართველოს მთავრობას არ აქვს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების ინტერესი“.

მან საქართველოს შესახებ „ევროსკოპის“ მიერ დასმულ კითხვას უპასუხა:

„შვედეთის პოზიცია დიდი ხანია, არის ის, რომ მივესალმებით ქართველი ხალხის მისწრაფებას, გაწევრდნენ ევროკავშირში და გახდნენ ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ასევე ვხედავთ საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომ არ არსებობს რეალური ამბიცია ან ინტერესი, მიჰყვნენ ამ გზას, ან განახორციელონ საჭირო რეფორმები.

პირიქით, ვხედავთ, რომ საქმე არასწორი მიმართულებით მიდის და შესაბამისად, ეს პროცესი წინ არ მიდის. ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ძალიან ნათელია: თქვენ ეკუთვნით ევროპულ ოჯახს, მაგრამ მთავრობამ უნდა იმოქმედოს საჭირო რეფორმების განხორციელებაზე“, – თქვა ჯესიკა როზენკრანცმა.