„კომუნიკაცია გუნდის წევრებთან მქონდა, საბოლოოდ გადაწყვეტილება თავადვე მივიღე“ - ძაძამია საკრებულოს დატოვების შესახებ

პუბლიკა

„მივიღე გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს მანდატის დატოვების შესახებ… კომუნიკაცია გუნდის წევრებთან მქონდა, სხვების აზრიც მოვისმინე,საბოლოოდ გადაწყვეტილება თავადვე მივიღე“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ლუკა ძაძამიამ განუცხადა.

„მოგეხსენებათ მივიღე გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს მანდატის დატოვების შესახებ, ჩემი სწრაფვა და მიზანი ყოველთვის იყო საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა, გატარება… ამ მიზნის მისაღწევად მივიღე აღნიშნული გადაწყვეტილება. …გუნდის შიგნით რა განხილვა მიმდინარეობდა, ამას არ გავასაჯაროებ, კომუნიკაცია გუნდის მრავალ წევრთან მქონდა, სხვების აზრიც მოვისმინე, მათი აზრებიც გავითვალისწინე, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება თავადვე მივიღე“, – ამბობს ძაძამია.

ინფორმაცია ძაძამიას მიერ საკრებულოს დატოვების შესახებ გუშინ „ტვ პირველმა“ გაავრცელა. დღეს ძაძამიამ გადაწყვეტილება მედიასთან დაადასტურა. ლუკა ძაძამია 2023-24 წლებში პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ სიაში მოხვდა.