CNN-ის ცნობით, ანდრეი ერმაკმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ანტიკორუპციულმა პოლიციამ მისი სახლი გაჩხრიკა.
„უკრაინსკაია პრავდამ“ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ჩხრეკას ატარებს „ნაბუ“ – უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა.
25 ნოემბერს, „ნაბუს“ დირექტორმა სემიონ კრივონოსმა თქვა, რომ შესაძლოა ენერგეტიკის სექტორში კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში საქმე გაფართოვდეს და ახალი ეჭვები გაჩნდეს. საქმე ეხება ოპერაცია „მიდასს“ და მსხვილ კორუფციულ სკანდალს უკრაინაში.
„ნაბუს“ გამოძიების თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებული ზოგიერთი ადამიანი ჩართული იყო სქემაში, რომელმაც უკრაინის ენერგოსექტორს 100 მილიონი აშშ დოლარის ზიანი მიაყენა. ბრალდების თანახმად, კრიმინალური ჯგუფი აკონტროლებდა ენერგეტიკულ სფეროსთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებს და თითო კონტრაქტის თანხის 10-დან 15%-მდე თანხას ისაკუთრებდა. ტენდერს ვერ მოიგებდა კომპანია, რომელიც არ დათანხმდებოდა კრიმინალური ჯგუფისთვის აღნიშნული წილის გადახდას. შედეგად, მათ გაათეთრეს 100 მილიონი აშშ დოლარი.