პარლამენტთან მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს

პუბლიკა

პარლამენტთან მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს. მათ აღნიშნულისკენ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა მოუწოდა. სასულიერო პირი ამბობს, რომ მოშიმშილეები პარლამენტთან 24-საათიან აქციას აგრძელებენ.

პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ, დარეჯან ცხვიტარიამ და პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტთან შიმშილობა 28 ოქტომბერს დაიწყეს. დღეს მაათვის შიმშილობის 34-ე დღეა. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალ საპარლამენტო არჩევნებს. გუშინ პარლამენტთან მოშიმშილე დავით ჭელიძე ცუდად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

„რომ ვთხოვე არ შეწყვიტეს, თხოვნა არ მიიღეს, დარეჯანმა [ცხვიტარია] განსაკუთრებით. აქეთ დამიწყო თხოვნა.. ბოლოს ვუთხარი, გაკურთხებ, ღვთის სახელით და უნდა მიატოვო-მეთქი, ცოტა შეეშინდა და მივატოვებინე. ყველა მათგანმა შეწყვიტა [შიმშილობა] გააგრძელეს 24-საათიანი პროტესტი შიმშილობის გარეშე. მათ შეუერთდება ხალხი, კვირაში ერთი 24-საათი მეც შევუერთდები მამაოებთან და მრევლთან ერთად“, – ამბობს „პუბლიკასთან“ დოროთე ყურაშვილი.