„ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა“ - დააკავეს 1 პირი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ლ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით  – 1991 წელს დაბადებული ლ.მ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი  მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.ლ. ბრალდებულის სახით თბილისში  დააკავეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.