შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საკუთარი ბებიის მძევლად აყვანის ბრალდებით კახეთში 1993 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია – 1950 წელს დაბადებული ნ.კ. და მისი ყოფილი მეუღლის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბებიის სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.