საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი იზრდება. თინათინ ბერძენიშვილის ანაზღაურება მომავალი წლის 1 იანვრიდან 18 750 ლარი იქნება. ის საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით, ხელზე 15 000 ლარს აიღებს. 7 000 ლარამდე გაიზრდება აჭარის ტელევიზიის დირექტორის ხელფასი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები და დირექტორთა საბჭო მე-13 ხელფასსაც აიღებენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ 2026 წლის ბიუჯეტი 114 452 364 ლარი გახდება, საიდანაც 80 269 771 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 22 775 300 ლარი იქნება აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტი.
აღნიშნული საკითხებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე 23 დეკემბერს დაუჭირეს მხარი.