უკრაინული მედიის ცნობით, ანტიკორუფციული ორგანოები ფრაქცია „ბატკივშინას“ თავმჯდომარეს, იულია ტიმოშენკოს კორუფციის საქმეში ეჭვმიტანილად მიიჩნევენ.
დღეს იულია ტიმოშენკომ დაადასტურა, რომ მისი ოფისი გაჩხრიკეს.
როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ანტიკორუფციული პროკურატურის პრესმდივანმა გამოცემას აცნობა, რომ საქმე ეხება უკრაინის პარლამენტის პირებისთვის კანონპროექტების კენჭისყრებთან დაკავშირებით სარგებლის შეთავაზებას.
იულია ტიმოშენკომ დაწერა, რომ მის ოფისში „ვერაფერი იპოვეს, ამიტომ წაიღეს სამსახურებრივი ტელეფონები, პარლამენტის დოკუმენტები და პირადი დანაზოგი, რომელიც ოფიციალურ დეკლარაციაშია ასახული“.