შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2 პირი: 2004 წელს დაბადებული დ.თ. და 2004 წელს დაბადებული ნ.ფ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.თ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით 1985 წელს დაბადებული დ.ფ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
რაც შეეხება ბრალდებულ ნ.გ.-ს, მან აღნიშნული დაპირისპირების დროს ფიზიკურად იძალადა 2010 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე პირველი პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.