„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოში საფრანგეთის ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა. ინფორმაციას კობახიძის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს.
„ხაზი გაესვა არსებული საერთაშორისო დღის წესრიგის გათვალისწინებით, ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის გაძლიერების აუცილებლობას.
ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.