ComCom-ის კომისიის თავმჯდომარედ „ოცნების“ IX მოწვევის დეპუტატი აირჩიეს

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა „ქართული ოცნების“ IX მოწვევის დეპუტატი, გოგა გულორდავა სამი წლის ვადით კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ გოგა გულორდავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

მანამდე, 2025 წლის დეკემბერში გოგა გულორდავა ,,ქართული ოცნების” პარლამენტმა Com-Com-ის წევრად 77 ხმით დაამტკიცა.