კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2025″ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონია 6 თებერვალს გაიმართა. ონლაინგამოცემა „პუბლიკამ” ევროკავშირის 3 პრიზი მოიგო.
„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” 2025-ის გამარჯვებულები შვიდ კატეგორიაში გამოვლინდნენ:
საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში – ნინო თარხნიშვილი, „რადიო თავისუფლება”.
საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში – ბასტი მგალობლიშვილი, „პუბლიკა”
საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი – „სტუდია მონიტორი“
საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში – მინდია გაბაძე, „პუბლიკა”.
ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში – თამუნა ჩქარეული, პროექტი 64.
საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო – ნათია ლევერაშვილი, „პუბლიკა”.
საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში – არსენ სეფისკვერაძე, „მედსკრიპტუმი”.
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა. კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას ქართულ მედიაში.
ჯილდო ხელს უწყობს ჟურნალისტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაღრმავებას. კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს, ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.