„გახარია საქართველოსთვის” პარლამენტში ამნისტიის პროექტის შეტანას აანონსებს, – ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა, შალვა კერესელიძემ დღეს პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, პროექტი 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის სექტემბრის ჩათვლით საქართველოში საპროტესტო აქციებისას დაკავებულ და დაჯარიმებულ მშვიდობიან მოქალაქეებს შეეხებათ.
„თუ თქვენ გსურთ პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა, თუ გსურთ პოლიტიკური სტაბილურობა და გსურთ პრეზიდენტის სტატუსის მოპოვება, ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ჩვენი საპარლამენტო გუნდი საქართველოს პარლამენტში წარმოადგენს კანონპროექტს ამნისტიის შესახებ, რომელიც 2024 წლის ნოემბერის თვიდან 2025 წლის სეტემბრის თვის ჩათვლით დაზარალებულ ადამიანებს.
მოგმართავთ ამ ტრიბუნიდან, მხარი დაუჭირეთ ამ კანონპროექტს, გაათავისუფლეთ ისედაც გაჭირვებაში მყოფი ადამიანები 5000-10 000-ლარიანი ჯარიმებისგან, და გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები – დიახ, ის ადამიანები, რომლებიც თქვენს ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებსაც კი ხინჯად აქვს გულში გაჩხერილი”, – განაცხადა კერესელიძემ.