შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმერეთის პოლიციამ თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით – 1984 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს.
„გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ი.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.