გვარამია: ყველა ასეთი შეხვედრის დროს ხაზგასმით ვამბობთ, რომ „შარლ მიშელი 2“ არ იქნება

პუბლიკა
საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ეუთოს საპარლამენტო დელეგაცია. დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან. შეხვდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრა გაიმართება სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც.
პოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართული ოცნებასთან“ რაიმე ტიპის მოლაპარაკების ფორმატზე საუბარი შეუძლებელია და „შარლ მიშელი 2“ არ იქნება.
„მაგალითად: ვუთხარით, რომ ჩვენ ველოდებით, ამ ინფორმაციების საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე ყველა ასეთი შეხვედრის დროს, ხაზგასმით ვამბობთ, რომ „შარლ მიშელი 2“ არ იქნება „მაგალითად: ვუთხარით, რომ ჩვენ ველოდებით, ამ ინფორმაციების გაცვლისთვის ახლა თქვენ რომ გელაპარაკებით, ამ ინფორმაციის გაცვლისთვის, შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღგვიძრანო. ეს არ არის მკითხაობა და უბრალოდ მოსაზრება, ასეთი სისხლის სამართლის საქმეები გვაქვს იმ ოთახში ვინც ვისხედით, იმ ადამიანებს და ახლა ვინც შევიდა, იმ ადამიანებსაც, ე.წ. საბოტაჟის საქმეში.
ამიტომ სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე ტიპის მოლაპარაკების ფორმატი შეიძლება შედგეს, უბრალოდ შეუძლებელია. შეუძლებელია მანამდე, სანამ პრობლემებია, რომლებიც მათ დაახვავეს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ მერე ვითომ ეს დათმონ და მიიღონ რაღაც სანაცვლოდ… ხელისუფლებაში სამუდამო ყოფნის ნებისმიერი კანონი, ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე ყოველგვარი დათქმის გარეშე განულებული არ იქნება, მანამდე საუბარიც კი არ არის იმაზე, რომ რაიმე ტიპის ფორმატი შედგეს და ვერც იქნება.
როცა მეგობრები ციხეში გვყავს და არამხოლოდ მეგობრები, პირადი და პოლიტიკური, არამედ უამრავი ადამიანი, ვინც პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა ჩემ მიერ, რა უფლება გვაქვს საერთოდ ვინმეს რამეზე ველაპარაკოთ, ან ვის აქვს უფლება, რომ ჩვენ ეს მოგვიწოდოს. არავითარი მოწოდებები არ ყოფილა. ჩვენ ხაზგასმით ვამბობთ ყველა ასეთი შეხვედრის დროს, რომ „შარლ მიშელი 2“ არ იქნება და იქნება მხოლოდ მკაფიო მოლაპარაკებები ქვეყნის ბედზე. ამაზე საუბარი ვისაც უნდა, კი ბატონო. მაგრამ ვიდრე გვყავს პოლიტპატიმრები, გვყავს ნაცემი, მოწამლული ხალხი და არავინაა დასჯილი, ამაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელია“, – განაცხადა გვარამიამ.
გვარამიას განცხადებას IPN ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს ეუთოს წევრმა 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად მოსკოვის მექანიზმი აამოქმედა – შეიქმნება ექსპერტთა დამოუკიდებელი მისია, რომელიც დაადგენს ფაქტებს და გააკეთებს შესაბამის რეკომენდაციებს.