შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში არასრულწლოვანების მიმართ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული 2020 და 2024 წელს დაბადებულ შვილებზე სისტემატურად ძალადობდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს,რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.