ირაკლი კობახიძის განცხადებით, 157 ენერგეტიკულ კომპანიას დათქმით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები.
დღეს, 8 აპრილს, მთავრობის სხდომაზე კობახიძემ თქვა, რომ კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატის პროექტები, თუმცა, გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება.
„ეს გადაწყვეტილება ახალ იმპულსს მისცემს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
განცხადება იმის შესახებ, რომ ენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანიებს, „რომლებიც ჩართულები არიან განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია”, ირაკლი კობახიძემ 2026 წლის 26 იანვარს გააკეთა.
რაც შეეხება დათქმას, კობახიძის თქმით, განახლებული ვადების დარღვევს შემთხვევაში, კომპანიებს „სრულად დაეკისრებათ ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და ამასთან ერთად, აღუდგებათ ჩვენი ნაპატიები ჯარიმებიც“.