ჩეჩინს, გრიბულს და კუხარჩუკს ციხეში ბანქოს თამაშის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და 5000-5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ სინდისის პატიმრებს: ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს ციხეში ბანქოს თამაშის გამო 5000-5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. პროკურატურამ მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

ადვოკატმა დარია სამოდუროვამ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ბრალდებულებმა „აღიარეს „დურაკას“ თამაში“.

ციხეში ბანქოს თამაშის გამო ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი 2026 წლის 3 თებერვალს წარუდგინეს.

კერძოდ, მათ ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 378 სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილით, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნით სარგებლობას ითვალისწინებს. დანაშაულის 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევა კი 5 ოქტომბერს მოხდა.

№8 პენიტენციური დაწესებულების დებულების მიხედვით, ბანქო აკრძალული ნივთებს შორისაა და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

როგორც ადვოკატები ამბობდნენ, მსჯავრდადებულებმა არ იცოდნენ, რომ ბანქოს თამაში საპატიმროში აკრძალული იყო.

სერგეი კუხარჩუკს ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის მუხლით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ანტონ ჩეჩინსა და არტემ გრიბულს კი ნარკოტიკული საშუალების ფლობის ბრალდებით – 8.5 წლით, თუმცა, მათივე განცხადებით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს.