სასამართლომ ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა. გადაწყვეტილება კობა ჩაგუნავამ მიიღო. მისი თქმით, საქმის შეწყვეტის მიზეზი ისაა, რომ სამართალდარღვევის დადგენა ვერ მოხერხდა.
„შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება ნინია კაკაბაძის მიმართ ფაქტის არსებობის დაუდგენლობის გამო“, – თქვა მოსამართლემ.
შსს „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეს ჟურნალისტური მოვალეობის შესრულების დროს საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა. ჟურნალისტი 2025 წლის 3 ნოემბერს დააკავეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს. ის ამ დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას აშუქებდა – ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრები „პუბლიკამაც“ გაავრცელა.