იქმნება 4 პროფესიული კავშირის ახალი გაერთიანება

პუბლიკა

იქმნება 4 პროფესიული კავშირის ახალი გაერთიანება.

ერთიანდებიან რუსთავის აზოტის, ჭიათურის მაღაროების, საჯარო მოხელეების პროფკავშირის და საქართველოს კერძო სექტორში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი „ლაბორის“ წარმომადგენლები.

„ამ ადამიანებს და ამ პროფკავშირებს აქვთ უდიდესი გამოცდილება დასაქმებულთა უფლებების დაცვაში. მზად ვართ, რომ ერთობლივი ძალებით დავიცვათ საქართველოში დასაქმებულთა შრომითი ინტერესები“, – განაცხადა „ლაბორის“ თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე „ტვ პირველთან“.

„როცა „აზოტში“ დაიწყო დიდი საპროტესტო აქციები დამსაქმებლების მხრიდან დამამცირებელი ქმედებების გამო, ხელმძღვანელებმა სცადეს ხალხის დაშოშმინება და დაშინება, რომ დაგიჭერენ, გაგაგდებენ და მსგავსი შემთხვევები. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელიც დაიცავდა დასაქმებულების უფლებებს“, – თქვა რუსთავის აზოტის წარმომადგენელმა.