მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა სააგენტოს ახალ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„მომსახურების სააგენტოს დირექტორს შალვა კბილაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“, – წერს შსს.