მარგველაშვილი: პოლიტიკაში მოსვლა არ მსურს, მაგრამ ვითარება დრამატულია

პუბლიკა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მარგველაშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა.

„მე ვდგავარ იქ, სადაც ქართველი ხალხი დგას“, – თქვა მან.

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ არ ელოდა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას და ასევე არ სჯერა ვერსიის, რომ კანონპროექტი მაჟორიტარებმა პირადი ინიციატივით ჩააგდეს.

„თავისუფლება ან დიქტატურა“ –  განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა –  „ქართველმა ხალხმა უნდა დაამტკიცოს, რომ თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა“.