დაიღუპა ქალი, რომელიც დიდუბის მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა

პუბლიკა

დაიღუპა ახალგაზრდა ქალი, რომელიც დიდუბის მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა, – ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადასტურებს.

უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიების მუხლი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მომხდარი ფაქტის გამო „ახმეტელიდან” სადგურის მოედნამდე მეტროს მოძრაობა შეჩერებული იყო [06:10].

„მეტრო ნაწილობრივ არის შეფერხებული, ვერ ვემსახურებით მგზავრებს „ახმეტელიდან” სადგურის მოედნამდე. „დიდუბეში” მგზავრი ჩავარდა ლიანდაგებში. შესაბამისად, მოძრაობა შევაჩერეთ. მგზავრებს ვემსახურებით მხოლოდ „სადგურიდან” „ვარკეთილამდე”, – უთხრეს „პუბლიკას” სატრასპორტო სამსახურში.