ირანული მედია: მოსალოდნელია, რომ ხამენეის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილი დაესწრება

პუბლიკა

ირანული მედიასაშუალება WANA ავრცელებს ინფორმაციას, რომ აიათოლა ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებას რეგიონის არაერთი მაღალჩინოსანი და მაღალი რანგის დელეგაცია გეგმავს.

მედიის ცნობით, ცერემონიალს დაესწრება აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი; თეირანში ჩასვლას გეგმავს თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი და ასევე მოსალოდნელია, რომ დაკრძალვისა და დაკრძალვის შემდგომ ცერემონიას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად.

გამოცემა ასევე იუწყება სომხეთის პრემიერის, კატარის წარმომადგენლობის, პაკისტანის პრემიერის შესაძლო ვიზიტზე. ირანის ვიცე-პრეზიდენტის ცნობით, ოფიციალური დელეგაციები ჩამოსვლას პარასკევიდან დაიწყებენ. ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ.

დაესწრება თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ხამენეის დაკრძალვას – ამ შეკითხვაზე თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს:

„რა ვიცი, არ გამოვრციხავ და რა არის ამაში ცუდი? მიემგზავრება დაკრძალვაზე როგორც სხვა ქვეყნის ლიდერები: თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ა.შ. ამაში ცუდი არაფერია“.