რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მედიაში გავრცელებული ინფომრაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა.
თვითმხილველების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.