ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს

პუბლიკა

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს. ინფორმაციას დე ფაქტო გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით აფხაზური სააგენტო ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მებონიას აღკვეთი ღონისძიების სახით 6 ივლისს პატიმრობა შეუფარდეს. 

„2026 წლის 3 ივლისს გალის რაიონის პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს მოქალაქე გელა ტურინის ძე მებონიას მიმართ, აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის საქართველოს მხრიდან უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, რომელიც 2026 წლის 2 ივლისს გალის რაიონის სოფელ ბატაიგუარაში მოხდა“ – წერს ოკუპირებული აფხაზეთის გამოცემა Апсадгьыл-инфо.