ვიდეო | რა მოხდა პოლიციის შენობაში - ის, რაც კამერებმა ვერ გადაიღეს

⚠️ ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს

რა მოხდა გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში?

2025 წლის 7 ივნისს 38 წლის ალან ყაყიტაშვილი პოლიციის შენობაში თავისი ფეხით შევიდა, იქიდან კი კლინიკაში გადაიყვანეს. ის 2 დღეში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის მეგობარი, რომელიც სასამართლოს ორმა ინსტანციამ უდანაშაულოდ ცნო, თითქმის 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, მედიასთან პირველად საუბრობს. ის დეტალურად იხსენებს, რა მოხდა ერთი წლის წინ პოლიციის შენობაში, რომელშიც ალან ყაყიტაშვილთან ერთად მიიყვანეს.