ბერა, შენ ვარჯიშს უნდა მოუმატო, ძმაო – კალაძე ივანიშვილის ვიდეოს ეხმაურება

პუბლიკა

„ბერა, შენ ვარჯიშს უნდა მოუმატო, ძმაო”, – ამ შეფასებით თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თავის ფეისბუქგვერდზე ბერა ივანიშვილის TikTok ვიდეო გააზიარა.

😂❤️✌️ბერა,შენ ვარჯიშს უნდა მოუმატო ძმაო😄

Posted by Kakha Kaladze on სამშაბათი, 21 აპრილი, 2020


პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვილის, ბერას TikTok-ის გვერდზე ატვირთულ ვიდეოში გამოჩნდა.

„Secret handshake with my father“ – ასე ჰქვია ბერას ვიდეოს.

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, პოლიტიკოსები, ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგებლები, საჯარო პირები, ეპიდემიოლოგები და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები აქტიურად საუბრობენ  და აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ისინი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ასევე, განიხილავენ სხვადასხვა კრიზისულ სცენარს.

ამ დროის განმავლობაში არსად გამოჩენილა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მოსახლეობისთვის არ მიუმართავს, არც ეპიდემიის გამო მძიმე სიტუაციაში აღმოჩენილი ქვეყნის მდგომარეობა შეუფასებია. ამის შესახებ ხშირად საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს აკრიტიკებენ.