აქციების მონაწილემ, ზურა მენთეშაშვილმა 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დღეს დილით დატოვა.
მენთეშაშვილი პირველი მოქალაქეა, ვისაც საპროტესტო აქციების კვალდაკვალ გამკაცრებული კანონმდებლობის საფუძველზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა საავტომობილო გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის.
ზურაბ მენთეშაშვილი 2025 წლის 1 ნოემბერს დააკავეს.
მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
მენთეშაშვილის საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავდა.