გომისმთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

პუბლიკა

გომისმთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მძღოლს დაზიანებები აქვს მიღებული და ქობულეთის კლინიკაში, საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, შესაბამისად, იზოლატორში ვერ გადაჰყავთ.

გვიან ღამით გომისმთის გზაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა არსებული ინფორმაციით, დაღუპულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. დაშავებულთან 6 კი არასრულწლოვანია.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.