გურჯაანში კაცის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

გურჯაანში კაცის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივი მედია „კახეთის ხმა“ იუწყება, რომ ცხედარი სანაპიროს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბავშვთა გასართობ სივრცეში იპოვეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცხედარს პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.