სააკაშვილის თქმით, ზელენსკიმ მას ვიცე-პრემიერობა შესთავაზა

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მან უკრაინის პრეზიდენტისგან მიიღო შეთავაზება, გახდეს უკრაინის ვიცე-პრემიერი რეფორმების დარგში.

„პრეზიდენტის გუნდთან ერთად მე მზად ვარ, ვიმუშაო ყველა პატრიოტულ ძალასთან უკრაინის პარლამენტში და სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რათა უკრაინამ ყველაზე მცირე დანაკარგებით განიცადოს დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას. ვიმედოვნებ, რომ გუნდისთვის სასარგებლო წევრი ვიქნები.

ასევე ვიმედოვნებ, რომ გამოვიყენებ ჩემს საერთაშორისო გამოცდილებას, მათ შორის საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის“, – წერს სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე.