„მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა ერთი კვირის წინ, რუსეთმა 76-ჯერ განზრახ დაარტყა უკრაინის ენერგეტიკას და ნავთობისა და ბუნებრივი აირის სექტორებს… ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ რუსეთი არავითარ საპასუხო ნაბიჯებს არ დგამს სანქციების შემსუბუქების ან შეთანხმებების საპასუხოდ“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
11 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ეს-ესაა, ძალაში შევიდა „ენერგეტიკული ზავი“. როგორც მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, მასზე „ორივე მხარე შეთანხმდა“.
„მხოლოდ წინა ღამეს, დარტყმები იყო ქვესადგურებზე ვინიცაში, ჟიტომირში, ხმელნიცკისა და ოდესის რეგიონებში. ათობით ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე რჩება… ამ დარტყმების მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტებია – და რუსები ელექტროენერგიის სრული გათიშვის გამოწვევას ცდილობენ… ისინი ყოველ სიგნალს აღიქვამენ, როგორც ფულის შოვნის შესაძლებლობას, როგორც დასტურის, რომ ომზე გაკეთებულ მათ ფსონს შედეგი მოაქვს და მათ შეუძლიათ ბრძოლის გაგრძელება. რუსეთის ამ პოზიციის გამო გრძელდება ომი, არა იმიტომ, რომ უკრაინა სამართლიანად იცავს საკუთარ თავს. სწორედ რუსეთი უნდა აღმოჩნდეს ზეწოლის ქვეშ, რათა მშვიდობას ჰქონდეს შანსი. მადლობა ყველას, ვისაც ესმის ეს გვეხმარება,” – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Axios-ს განუცხადა, რომ ენერგეტიკული ზავის შესახებ ტრამპის განცხადება მისთვის სიახლე აღმოჩნდა, თუმცა უკრაინა მიესალმებოდა ზავს, თუ ის ორმხრივი იქნება.