კარანტინში მყოფი ძმები ამბობენ, რომ გახარიასა და მთავრობის გინებისთვის დააჯარიმეს

პუბლიკა

თბილისში ნიდერლანდებიდან დაბრუნებული ძმები საკარანტინო ზონის თვითიზოლაციით შეცვლას ითხოვდნენ და კარანტინში დარჩენასთან დაკავშირებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. როგორც ისინი „ფორმულას“ ეთერში ჰყვებიან, ერთ-ერთმა მათგანმა მთავრობისა და პრემიერის მისამართით შეიგინა, რის შემდეგაც პოლიციელებმა მათ ხელბორკილები დაადეს, საკარანტინე შენობიდან მანქანით გაიყვანეს, ჯერ პოლიციის განყოფილების ეზოში, შემდეგომ კი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს.

„15-ში ჩამოვფრინდით და დალით რომ გავიღვიძეთ და გავაცნობიერთ რომ ციხის მსგავს ოთახში ვიყავით, იმიტომ რომ არ აქვს აივანი და ფანჯარაც არ იღება 10 სმ-ზე მეტად, დავრეკეთ მიმღებში სადაც გადაგვამისამართეს ექიმთან, რომელიც მათი თქმით აქ წყვეტდა ყველაფერს. ვთხოვეთ ტესტის გაკეთება და თუკი არ დადასტურდებოდა ვირურის, სახლში გაგვევლო თვითიზოლაცია, მქონდა შესაბამსიი პირობები, დაკეტილი სახლი.

მან მიპასუხა რომ მას არ ჰქონდა ამის გაკეთების საშუალება, თუმცა სურვიული თუ მქონდა შემეძლო კერძო ლაბაროატორიაში გამეკეთებინა ტესტი ჩემივე ხარჯებით. თუმცა, თუნდაც უარყოფითი ყოფილიყო პასუხი სახლში მაინც არ გამიშვებდნენ.

ამის შემდეგომ იმის გამო, რომ უკანონოდ გვიზღუდავდნენ თავისუფლებას და უკაონონოდ გვეუბნებოდნენ ჩვენს სამართლიან მოთხოვნაზე უარს, ვთქვით რომ დავიწყებდით შიმშილს, გამოიძახეს პოლიცია და პოლიციასთანაც ანალოგიური საუბარი გვქონდა, პოლიციამ მოითხოვა საკარანტინო წესებზე ხელმოწერა, ვუთხარით რომ არ მოვაწერდით ხელს. მივიღეთ უარი, რომ ეს ჩვენი უფლება არ იყო, ძალიან უხეში, დამამცირებელი მობყრობა იყო“,- ჰყვება შოთა გურეშიძე.

ის ჰყვება, რომ როცა პოლიციელებმა დატოვეს ოთახი, ერთ-ერთმა მათგანმა დაიწყო გინება მთავრობის და პრემიერის მისამართით, რამაც მისი თქმით პოლიციელების გაღიზიანება გამოიწვია და ისინი კვლავ მათ ოთახში დაბრუნდნენ.

„გაისმა კარზე ბრახუნი, კარი გავაღეთ, ტელეფონი ამოვიღე, რომ გადამეღო იმიტომ რომ მანამდე იყო რაღაც ცრუ ბრალდებები, მეთქი იმიტომ ვიღებ რომ შემდგომში რამე არ დაგვაბრალოთ მეთქი, შემოვარდნენ პოლიციელები ოთხნი, დაგვაკავეს ძალადობრივად, ისე რომ არ აუხსნიათ რატომ გვაკავებდნენ, ხელბორკილები დაგვადეს დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ვიყავით მანქანაში ხელბორკილებიც კი არ მოუხსნიათ“.

მისი თქმით, პოლიციელებმა მოგვიანებით ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მოსამართლემ ხსდომა სკაიპით წარმართა.

„ჩაწერეს რომ თითქოს ჩვენ შეურაცხყოფა მივაყენეთ სამედიცინო პერსონალს, პოლიციას, გამვლელებს და რაც დავამტკიცე სასამართლოზე რომ იყო ტყული, ოპოლიციელებმაც კი აღიარეს რომ ჩვენ არ გვიგინებია არც პოლიციისთვის, არც სამედიცინო პეროსნალისთვის და ეს ხდებოდა დახურულ კარს მიღმა ვიგინეთ მთავრობას და გახარიას მიმართ.

მე ვუთხარი, რომ მე ეს არ გამიკეთებია ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ წარსულში მქონია როგორც საქართველოს მოქალაეების 100%-ს და და მომავალშიც სავარაუდოდ თუ რამეს გააფუჭებდა გავლანძღავდი მათ  (მთავრობას) და ამის გამო მოსამართლემ დამიწერა მე 1000 ლარი ,ჩემს ძმას 1000 ლარი ჯარიმა. თუმცა მანამდე 3000 -3000 ლარით პატრულმა დაგვაჯარიმა საკარანტინო წესების დარღვევის გამო და რაში გამოიხატებოდა ეს არ ვიცი, ჩვენ ოთახიც არ დაგვიტოვებია“,- ჰყვება შოთა გურეშიძე.