64 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება საქართველოს - ამერიკის საელჩო

პუბლიკა

ამერიკის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,  საქართველო 64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას მიიღებს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად.

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia იწყებს $64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად. ეს დაფინანსება აშშ-საქართველოს შორის არსებული განვითარების ხელშეწყობის შეთანხმების ნაწილია, “- ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.