საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ძალაშია დანაპირები, რომ 1 ივლისიდან 30 ლარით გაიზრდება პენსია 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის და იქნება 250 ლარი.
მისი თქმით, პირველი იანვრიდან პენსია გაიზარდა 20 ლარით ყველა კატეგორიის პენსიონერისათვის და გახდა 220 ლარი.
როგორც ირაკლი კოვზანაძე ამბობს, პარლამენტში უახლოეს დღეებში დაიწყება კანონპროექტის განხილვა, რომელიც ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის მომავალი წლის პირველი იანვრიდან პენსიების ზრდას და ინდექსაციას ითვალისწინებს.
პენსია ყოველწლიურად გარანტირებულად მინიმუმ 20 ლარით გაიზრდება – მაჭავარიანი