დამძიმდა ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა და გადაყვანილია რეანიმაციაში - სოლოღაშვილი

პუბლიკა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკის ბოქსირებულ პალატებში 74 პაციენტი მკურნალობს.

„დაგვემატა 4 ახალი პაციენტი. 2 გამოჯანმრთელებული გვყავს.  18 წლამდე ასაკის პაციენტი 12-ია  13 პაციენტია საყურადღებო. ერთი მძიმეა.

ორი დედა-შვილი შემოიყვანეს. ერთი დედა-შვილი გორიდან არის გადმოყვანილი. მეორე დედაშვილის ოჯახის წევრები ჩევნთან მკურნალობენ. ცნობილი კლასტერია.

რაც შეეხება მძიმე პაციენტს, ერთი პაციენტი რეანიმაციაში მკურნალობს. არ აქვს ჭარბი წონა, არ ჰქონია არც დატვირთული ანამნეზი, ასაკობრივადაც არის ახალგაზრდა  მამაკაცი, მაგრამ მისი მდგომარეობა დამძიმდა და შეფასდა როგორც მძიმე და გადაყვანილია რეანიმაციაში. თითქმის ერთი კვირაა, მკურნალობს“, – ამბობს მაკა სოლოღაშვილი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა დღეს 566-მდე გაიზარდა, მათგან გამოჯანმრთელდა 184 ადამიანი, გარდაიცვალა 6.