27 ახალი პაციენტიდან 7-ის ინფიცირების წყარო უცნობია – ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 27 ახალი პაციენტიდან 13 პაციენტი ბოლნისის კლასტერიდანაა, ერთი – თეთრიწყაროდან, ორი მარნეულის კლასტერიდან, ოთხი კი საკარანტინო სივრციდანაა.

ეზუგბაიას განცხადებით, დანარჩენი, ანუ შვიდი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

„წყაროს მოძიება ახლა ხდება. ამ 27 პაციენტიდან ჩვენთან არც ერთი არ არის შემოყვანილი. ჩვენთან 2 გამოჯანმრთელდა და რჩება 41 პაციენტი. გამოჯანმრთელებული გვყავდა სულ 65, ახლა გვყავს 67 პაციენტი”, – განაცხადა ეზუგბაიამ.