საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 23 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ - 207

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 23 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 207 ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევაა დადასტურებული.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.