გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილ მე-7 პაციენტს ბევრი სხვა თანმხლები დაავადებაც ჰქონდა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილ მე-7 პაციენტს ბევრი სხვა თანმხლები დაავადებაც ჰქონდა. მისი თქმით, ავადმყოფი კრიტიკული. ის მკურნალობდა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მიმდინარეობდა მისი რეანიმაციული მხარდაჭერა და ინტენსიური თერაპია.

„მიღებულმა ზომებმა, სამწუხაროდ შედეგი არ გამოიღო, რადგან როგორც გითხარით, ძალიან ბევრი თანმხლები პათოლოგია იყო – ასაკი 80 წელს ზემოთ და ასევე, გულსისხლძარღვთა სისტემის მრავალი პათოლოგია – ჰიპერტონული დაავადება, გულის უკმარისობა, სარქველოვანი უკმარისო და სხვა. მაღალი რისკის პაციენტი გახლდათ”, – განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.

კითხვაზე, საქართველოში კიდევ რამდენი მაღალი რისკის პაციენტი გვაყავს, გამყრელიძემ განაცხადა, რომ დილის მონაცემებით,  6 პაციენტი იყო ხელოვნურ ვენტილაციაზე.


1 მაისის მდგომარეობით, საქართველოში 566 ინფიცირებულია, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 ადამიანია და გარდაცვლილია 7.