საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მერვე ადამიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ განახლდა stopcov.ge-ზე.

ასევე შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1 მაისს, მეშვიდე პაციენტის გარდაცვალება დაფიქსირდა.

ამ მომენტისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 8 ადამიანია გარდაცვლილი.

კორონავირუსის გავრცელების ზოგადი სურათი კი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 582
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 207
  • მათ შორის გარდაცვლილი – 8
  • კარანტინის რეჟიმში – 5152
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 551
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3